„ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი ისევ იმყოფება „ბარსელონას“ ინტერესის სფეროში, იტყობინება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კატალონიელები ზაფხულში „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის გადაბირებას ვერ მოახერხებენ, რუისზე გადაერთვებიან.
რუისი „რეალ ბეტისის“ აღზრდილია და ამ გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა, 2018 წლიდან კი „ნაპოლიში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.