ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ფინალზე მადონა იმღერებს
ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ფინალზე მადონა იმღერებს

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ფინალზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი, მადონა იმღერებს.

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და მომღერლის მენეჯმენტს შორის დასრულებულია და საბოლოოდ გადაწყდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი ევროფესტივალზე ორ სიმღერას იმღერებს.

გავრცელებული ინფორმაცია „ბიბისისთან“ უკვე დაადასტურა მომღერლის მენეჯმენტმა, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ვარსკვლავს „ინტერვალ აქტი“ კონკურსის ფინალურ დღეს, 18 მაისს ექნება.

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსს თელ-ავივი 14, 16 და 18 მაისს მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი