ჯგუფ „ირიაოს“ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე „შენი გულისთვის“ ვიდეორგოლის გადაღებები დღეს საგურამოში დაიწყება.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, ხოლო მხატვარი შალვა პოპიაშვილი. ასევე მხატვარი რეჟისორთან და დიზაინერებთან ერთად მუშაობს საერთო კონცეფციაზეც, რითაც ჯგუფი „ირიაო“ წარსდგება მაყურებლის წინაშე.
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, დამთავრებული აქვს ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია. არის რამდენიმე სერიალის და სპექტაკლის მხატვარი, მუსიკალური კლიპების და სარეკლამო რგოლების დამდგმელი მხატვარი. ამჟამად მუშაობს პირველ არხზე.