ევროვიზიის ქართველი მონაწილე ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ შეფასებები Wiwibloggs-ზე
ევროვიზიის ქართველი მონაწილე ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ შეფასებები Wiwibloggs-ზე

Wiwibloggs, რომელიც ევროვიზიის მონაწილეების შესახებ წერს,​ ევროვიზიის ქართველი მონაწილე ეთნო-ჯაზ ბენდირიაოს“ შესახებ ბლოგერების შეფასებებს აქვეყნებს.

კრისტინი – „ამ ჩანაწერში არის რაღაც უცნაურად მომნუსხველი და მშვენიერი. შეიძლება, ეს ვინმეს მოძველებულად მოეჩვენოს, მაგრამ უდავო ხიბლი აქვს. სიმღერის ქართულ ენაზე შესრულება ძლიერი ნაბიჯია. „ირიაოს“ ვოკალური ჰარმონიები ამ სამყაროს მიღმაა“.

ქულა: 8.5/10

ბოგდანი – სიმღერას „შენი გულისთვის“ შესაძლოა, 90-იან წლებში გაემარჯვა, თუმცა Spotify-ს ეპოქაში, მას შანსი არ აქვს, რაც სამწუხაროა, რადგან „ირიაო“ კარგი ჯგუფია. დამატებითი ქულები ჩემგან სიმღერის ქართულად შესრულებისთვის.

ქულა: 5.5/10

ჯორდი – საქართველო კონკურსში გამორჩეულია. წლევანდელ ავთენტურ შესრულებებს შორის, საქართველოს მიერ წარდგენილი სიმღერა დაფასებული უნდა იყოს. მშვიდი რიტმების შეგრძნება და ეთნიკური ხმოვანება სიმღერას განსაკუთრებულს ხდის. ამავე დროს, სიმღერის განვითარება ძლიერ გავლენას ვერ ქმნის. ვშიშობ, რომ ბევრ გულშემატკივარს შორის, ეს სიმღერა დაიკარგება.

ქულა: 5/10

ანტრანიგი – თუ თქვენ დაძინების ნამდვილ საშუალებას ეძებთ, ჩართეთ ეს სიმღერა. 43 სიმღერის ზღვაში შესაძლოა ის ადვილად დაიკარგოს. ჰარმონია საუკეთესოა, რაც არსად გვხვდება.

ქულა: 2/10

ლუისი – სიმღერა „შენი გულისთვის“ კარგი კომპოზიციაა, შესანიშნავი ჰარმონიით, თუმცა არ აქვს ცხადი სტრუქტურა ან მიმართულება. იმდენად, რამდენადაც, სიმღერა ჯგუფის წევრების ზღაპრული ვოკალის საშუალებით ყურს ადვილად ხვდება, რთულია მისი დამახსოვრება დასრულების შემდეგ. ეს არის ლამაზ კუნძულზე მეგობრებთან ერთად დასვენების მსგავსი ეფექტის.

ქულა: 6/10

ვილიამი – ყველა სიმღერა არ იქნება Euphoria ან Molitva. „ირიაოს“ სიმღერა ადვილად მოსასმენი ნაწილებისგან შედგება, რაც ქართული კულტურული სპეციფიკისთვის უცხო არ არის. სიმღერა ატმოსფერული და ავთენტურია, შესანიშნავი დასასრულით, რაც ენერგიას გვაძლევს. ჩამოვწერ თუ არა სიმღერას – რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, თუ კავკასიის მთებში ჩემ ქორწილში იქნებოდა.

ქულა: 4/10

ბლოგერების ჯგუფმა საშუალო მაჩვენებლის გამოსათვლელად ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი შეფასებები გააუქმა. ასეთი იყო 1 ქულა და 8 ქულა. ჟიურის საბოლოო დასკვნაა – 4.86/10.