ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები 8-11 აპრილის ჩათვლით ისრაელში მიემგზავრებიან. ISRAEL CALLING PRE PARTY – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი „ირიაო“ ისრაელს ესტუმრება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროფესტივალის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
დაგეგმილია კონცერტიც, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი, ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ საკონკურსო სიმღერას წარადგენს. გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ჯგუფი, უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებს.
შემოქმედებითმა ჯგუფმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ჯგუფ „ირიაოს“ სიმღერაზე „შენი გულისთვის“ საიმიჯო ვიდეო რგოლის გადაღება გუშინ დაასრულა.
კლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ევროვიზია 2018-ის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება კი მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიაზე ქართული სიმღერა შესრულდება. ვიდეორგოლის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში პირველი არხის ეთერში შედგება.