ევროვიზიის გამარჯვებული სალვადორ სობრალი ევროფესტივალში ჯგუფ „ირიაოს“ მონაწილეობას მიესალმება
ევროვიზიის გამარჯვებული სალვადორ სობრალი ევროფესტივალში ჯგუფ „ირიაოს“ მონაწილეობას მიესალმება

ევროვიზია 2017 წლის გამარჯვებული სალვადორ სობრალი საქართველოს სახელით მუსიკალურ კონკურსში ჯგუფ „ირიაოს“ მონაწილეობას მიესალმება.

პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოცემა ევროვიზიის 2017 წლის გამარჯვებული სიმღერის ავტორთან ლუიზა სობრალთან ინტერვიუს აქვეყნებს. ძმის ჯანმრთელობის გარდა (სალვადორ სობრალს რამდენიმე თვის წინ გულის ტრანსპლატაცია ჩაუტარდა) კომპოზიტორი ევროვიზიის 2018 წლის კონკურსანტებზეც საუბრობს და ძმასთან საუბარს იხსენებს, რომელიც ჯგუფ “ირიაოს” შეეხება.

პორტუგალიური მედიის ცნობით, მომღერალმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ევროვიზია 2018-ზე საქართველოდან ჯაზ ბენდია წარმოდგენილი.

„მგონი, რომ ევროვიზიაზე მართლა რაღაც შევცვალეთ.. ცხადია, ის უკვე მეტად ღირებული გახდა…“, – განაცხადა სალვადორ სობრალმა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის 2017 წელს სალვადორ სობრალმა ჟიურის და მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. ის ჯაზ სიმღერით წარდგა მაყურებლის წინაშე. კონკურსის წესების მიხედვით, წელს ევროვიზიას პორტუგალია უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი სალვადორ სობრალის და იქნება, რომელიც წინა წლის გამარჯვებული სიმღერის კომპოზიტორი იყო.