ევროვიზია 2019-ის სცენის დიზაინის ახალი ფოტოები გავრცელდა
ევროვიზია 2019-ის სცენის დიზაინის ახალი ფოტოები გავრცელდა

​ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის მასპინძელი, ისრაელის ტელეკომპანია „კანი“ სცენის დიზაინის ახალ ფოტოებს ავრცელებს. Eurovision.tv წერს, რომ კონკურსამდე ორი თვით ადრე სამუშაო ჯგუფმა სცენის აწყობა უკვე დაიწყო და პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წლევანდელი სცენის ავტორი დიზაინერი და „ემთივის“ კრეატიული პროდიუსერი, ფლორიან ვიდერია.

„წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ცერემონია იქნება ის, რაც აქამდე არასდროს გინახავთ“, – აცხადებს ვიდერი.

ევროფესტივალს წელს არენა „ექსპო თელ-ავივი“ მასპინძლობს, სადაც კონკურსის ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი 18 მაისს გაიმართება.