ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელი გახდა

ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი Netta გახდა სიმღერით TOY.

შესაბამისად, ევროვიზიის კონკურსი 2019 წელს ისრაელში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის წარმომადგენელს ქართველი მაყურებლისგანაც უმაღლესი შეფასება – 12 ქულა ერგო.

საქართველოდან მაყურებლის ქულები ასე გადანაწილდა: 12 – ისრაელი; 10 – კვიპროსი; 8 – უკრაინა; 7 – ლიტვა; 6 – ესტონეთი; 5 – იტალია; 4 – საფრანგეთი; 3 – მოლდოვა; 2- დანია; 1- ავსტრია. ხოლო ჟიურის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: 12 – შვედეთი; 10 – ესტონეთი; 8 – ავსტრია; 7 – გერმანია; 6 – ბულგარეთი; 5 – ნიდერლანდი; 4 – ალბანეთი; 3 – ისრაელი; 2 – ლიტვა; 1- დანია.

ლისაბონიდან ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუს პირდაპირი ტრანსლაცია პირველმა არხმა შემოგთავაზათ.

საქართველოს წარმომადგენელი ეთნო ჯაზ-ბენდიირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა. „ირიაომ“ მეორე ნახევარფინალში შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის.

ევროვიზია 2018-ის ფინალში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია, ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. ნახევარფინალების მეშვეობით შერჩეულ ამ ქვეყნებს შეუერთდნენ დიდი ხუთეულის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე წინა წლის გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში, პორტუგალია.