ფუტსალში უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის, „თელასის“ მეტოქეები გაირკვა.
საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული ქვეყნის სახელს ჩემპიონთა ლიგაზე „ჯორჯიანსის“ (Georgians) სახელით დაიცავს.
„ენერგეტიკოსები“ ბრძოლას წინასწარი რაუნდიდან დაიწყებენ. წილისყრის შედეგად თელასი H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი ბულგარული „ვარნა სიტი“ და ისრაელის ჩემპიონი „მაქაბი“ იქნებიან.
პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ავთანდილ ასათიანის შეგირდები მეინ რაუნდის მერვე ჯგუფში ითამაშებენ, რომელიც ორადაა გაყოფილი. წინასწარი რაუნდის H და E ჯგუფის გამარჯვებულებს იტალიის წარმომადგენელი „პეზარო“ და შვედური „უდევალა“ ელიან.
ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის მატჩები 27 აგვისტოს და პირველ სექტემბერს გაიმართება.