ევროთასის ნახევარფინალში შენგელია საუკეთესო იყო - „ვირტუსი“ ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელია მორიგ ტიტულს მიუახლოვდა. მისმა „ვირტუსმა“ ესპანეთში „ვალენსია“ 83:73 დაამარცხა და ფინალში გავიდა. იქ კი იტალიელების მეტოქე თურქული „ბურსასფორი“ იქნება. თავის მხრივ ბურსელებმა შერმადინისა და ბურჯანაძის ყოფილი კლუბი „ანდორა“ დაამარცხეს – 85:68.

„ვირტუსმა“ ვალენსიაში მეორე პერიოდში მაღალი ხარისხის თამაში უჩვენა და სწორედ ამ მონაკვეთში მიაღწია 12-ქულიან უპირატესობას. მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შენგელია და მისი თანაგუნდელები კვლავ კარგად ათამაშდნენ და ფინალის საგზური ხელიდან არ გაუშვეს.

სარგებლიანობის კოეფიციენტით თოკო თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო (16). ასევე პირველი იყო ქულებში – 15. მისი სრული მონაგარი ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 15 ქულა (9/7 ორქულიანი, 4/1 საჯარიმო, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. შენგელიას მთავარი დამსახურება სტატისტიკაში არ აისახა – მან ვალენსიელთა ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი გაანეიტრალა. მონტენეგროელმა 25 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.

ევროთასის ფინალი 11 მაისს ბოლონიაში გაიმართება.