12 ივნისს ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა გაიმართება, ჩვენ კი ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობას 20 ივნისს შევიტყობთ.
საქართველოს ჩემპიონის, ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქე 19 ივნისს გახდება ცნობილი და პირველ მატჩს 10 ან 11 ივლისს გამართავს. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება. მისი პოტენციური მეტოქეების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:
აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერ-შევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა (ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).
ევროპა ლიგაზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს და ბრძოლას სამივე პირველი ეტაპიდან დაიწყებს. იღბლიანი წილისყრის ყველაზე მეტი შანსი კი თბილისის “დინამოს” აქვს, რადგან ქართულ კლუბებს შორის განთესილი მხოლოდ საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვის თარიღი 12 ივლისი და 19 ივლისია.
“დინამოს” სავარაუდო მეტოქეები:
სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა – ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი (ორივე – ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე – ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე – ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა – სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე – ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა – ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე – ფარერები), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე – ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე – უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა – ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა – მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).
“ჩიხურას” და” სამტრედიას” სავარაუდო მეტოქეთა სიაც სოლიდურია:
კოპენჰაგენი, ნორდშელანდი (ორივე – დანია), მარიბორი, დომჟალე (ორივე – სლოვენია), მაქაბი თელ-ავივი, ბეითარი (ორივე – ისრაელი), პარტიზანი, რადნიჩკი, სპარტაკი (ყველა – სერბეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი, ანორთოსისი (ორივე – კვიპროსი), დინამო, შახტიორი (ორივე – ბელარუსი), ლეხი, გურნიკი (ორივე – პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), დანდალკი (ირლანდია), ჟალგირისი (ლიეტუვა), გაბალა, კეშლა, ნეფთჩი (ყველა – აზერბაიჯანი), ოსიეკი (ხორვატია), ვარდარი (მაკედონია), ტრენჩინი, სლოვანი (ორივე – სლოვაკეთი), ვიტორული (რუმინეთი), აიკ, ჰეკენი (ორივე – შვედეთი), ნიომე (ესტონეთი), სლავია, ცსკა, ლევსკი (ყველა – ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), რეინჯერსი, ჰიბერნიანი (ორივე – შოტლანდია), ქაირათი, ირტიში, ტობოლი (ყველა – ყაზახეთი), ფოლა (ლუქსემბურგი), სარპსბორგი (ნორვეგია), რაბოტნიჩკი (მაკედონია), სარაევო, ჟელეზნიჩარი (ორივე – ბოსნია), მლადოსტი (ჩერნოგორია).