ევროთასების წინ ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია
ევროთასების წინ ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია

ევროთასების ახალი სეზონი მალე დაიწყება. ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში წილისყრა ჩატარდება და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა.

სავარაუდო სია უკვე ცნობილია. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები არიან ლუქსემბურგის „დუდელანჟი“, სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი“, აზერბაიჯანული „ყარაბაღი“, მოლდოვური „შერიფი“ და შოტლანდიის ჩემპიონი გლაზგოს „სელტიკი“.

ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ამ ხუთი გუნდიდან შეხვდება: „ჰაიდუკი“ (ხორვატია), „ლეგია“ (პოლონეთი), „ორდაბასი“ (ყაზახეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი) და ცსკა (ბულგარეთი).

საჩხერის „ჩიხურას“ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში შესაძლო მეტოქეებიდან შედარებით სუსტი გუნდი ამ სიიდან შეხვდება: „ოლიმპია ლუბლიანა“ (სლოვენია), „ალაშკერტი“ (სომხეთი), „ფოლა ესხი“ (ლუქსემბურგი), „ჟალგირისი“ (ლიტვა), „სპარტაკ ტრნავა“ (სლოვაკეთი).

თბილისის „დინამო“ ქართულ გუნდებში ერთადერთია განთესილებში და პირველ ეტაპზე ასევე შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდება: „ტეუტა“ (ალბანეთი), „ლა ფიორიტა“ ან „ენგორდანი“ (ანდორა), „სიროკი“ (ბოსნია), „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი) და „კაუნო ჟალგირისი“ (ლიეტუვა).

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წილისყრა ხვალ გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაც ხვალ, 18 ივნისს დაიგეგმა და თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ზეგ, 19 ივნისს გაიმართება.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდის შეხვედრები 11 და 18 ივლისს გაიმართება. ხარისხიანი სტადიონების დეფიციტის გამო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთდროულად სამი ქართული გუნდი ითამაშებს – „ჩიხურა“, „ტორპედო“ და „საბურთალო“.