ევროსპორტი ჩაკვეტაძის ფინტზე – ყაზახი მოთამაშე მინდორზე რონალდინიოს სტილში დააწვინა
ევროსპორტი ჩაკვეტაძის ფინტზე – ყაზახი მოთამაშე მინდორზე რონალდინიოს სტილში დააწვინა

ევროსპორტმა კვირის უმთავრეს მოვლენებში გიორგი ჩაკვეტაძის ფინტი გამოარჩია, რომელიც 19 წლის ქართველმა ყაზახეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრაში გააკეთა.

„ქართველმა, რომლითაც „ბარსელონაც“ დაინტერესდა, რონალდინიოს სტილში გენიალური ფინტი შეასრულა. გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მატჩში გაიტანა. საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ყაზახეთთან ერთა ლიგის მატჩის მთავარი გმირი გახდა. ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელმა, რომელსაც „ბარსელონა“ აკვირდება, ტექნიკით ყველა გააოცა. მან რთული გადაცემის შემდეგ ბურთი ელეგანტურად მიიღო და ყაზახეთის მოთამაშე ერთი მოძრაობით მინდორზე დააწვინა. ჩაკვეტაძე გახდა გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი და დაეხმარა საქართველოს, რომელმაც 2:1 მოიგო“, – წერს ევროსპორტის რუსულენოვანი გვერდი.