ევროშესარჩევის ციკლი - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩში ავსტრიასთან დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს. ჩვენი გუნდის კარი მე-14 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ოგენეტიჯირი ადეჯენუგურემ გახსნა და ტაიმი ავსტრიელებმა 1:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 59-ე წუთზე მოახერხა და ამაში მთავარი როლი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ითამაშეს. რეზი დანელიას შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ მეტოქის კარი გიორგი გვასალიამ აიღო.
სამწუხაროდ, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჩვენს 17-წლამდელებს ისევ ოგენეტიჯირი ადეჯენუგურემ გაუტანა, რომელმაც მცველს დაასწრო, დუბლი შეასრულა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა 1:2.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიამ ლიეტუვა 4:1 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. ჩვენი ნაკრები კი მეორე შეხვედრას 14 ოქტომბერს დანიასთან გამართავს. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
თამაშების განრიგი:
14 ოქტომბერი
17:00, საქართველო – დანია
17 ოქტომბერი
17:00, საქართველო – ლიეტუვა