ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდე გოგონათების ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
უგლიევიკის “ნოვი გრადსკის” სტადიონზე გამართულ ბოლო შეხვედრაში ჩვენი გოგონები მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდნენ. ბოსნიელებიდან ერთადერთი გოლი, 42-ე წუთზე მარია დამიანოვიჩმა გაიტანა.
საქართველო 0:1 ბოსნია-ჰერცეგოვინა
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, ჯანიკაშვილი, ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი, კალანდაძე, ბოლქვაძე, წოწერია (57′ წულაია)
სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, დიმოპულუ, ნარსია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე.