ევროსეზონი „იბერიამაც“ დაასრულა - პლეიოფში თურქული კლუბი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევროსეზონი „იბერიამაც“ დაასრულა - პლეიოფში თურქული კლუბი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

„იბერია 1999“-მა „ბაშაქშეჰირთანკონფერენს-ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაც წააგო (0:2) და ევროსეზონი დაასრულა.

თბილისში გამართული დაპირისპირება თურქულმა კლუბმა 1:0 მოიგო და სტამბოლის მატჩამდე წყვილის ფავორიტი იყო. თუმცა, თბილისურმა კლუბმა მატჩის დასაწყისში საგოლე მომენტი კუთხურის გათამაშების შემდეგ შექმნა – ბურთი ქუსლით კარში გიორგი კოხრეიძემ გააგზავნა, მაგრამ მასპინძლების მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა, შემდეგ დამატებაზე შეიკნე სალასაც აუღო და გუნდი გადაარჩინა.

სათამაშო უპირატესობას თურქები ფლობდნენ და თბილისელთა კართან ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ „იბერია“ გათამამდა და ანგარიში გახსნა შეეძლო. თუმცა, 31-ე წუთზე მწვავე კონტრშეტევაზე გიორგი კოხრეიძის დარტყმას მცველი გადაეფარა და მასპინძლები გადაარჩინა. ორ წუთში იგივე მოხდა შოთა ნონიკაშვილის შემთხვევაში – მასაც ხელი მეტოქემ შეუშალა, ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by RAMS Başakşehir (@ibfk2014)

მეორე ტაიმის დასაწყისში „ბაშაქშეჰირმა“ კარგად შეუტია და 50-ე წუთზე თბილისელთა კარი აიღო – საჯარიმოს შესრულების შემდეგ თურქული კლუბი კრშიშტოფ პიონტეკმა დააწინაურა. 61-ე წუთზე კი მასპინძელთა ბერძენმა ნახევარმცველმა დიმიტრიოს პელკასმა საჯარიმო იდეალურად შეასრულა და თურქების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by RAMS Başakşehir (@ibfk2014)

ლევან კორღალიძემ გარისკა და თამაში სამი ცენტრალური თავდამსხმელით გააგრძელა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება შეუძლებელი აღმოჩნდა და კონფერენს-ლიგის პლეიოფში თურქული კლუბი ითამაშებს.