ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
პოლონეთში მიმდნარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართვლოს მოკრივეთა ნაკრების წევრი ლაშა გურული (63,5 კგ.) ნახევარფინალში იასპარეზებს.
გურულმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბულგარელი რადოსლავ როსენოვი 5:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით, ბრინჯაოს მედალთან ერთად, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.
ნახევარფინალში ქართველის მეტოქე უნგრელი რიჩარდ კოვაჩი იქნება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.