ევროპის ყველაზე მდიდარ ადამიანს „მილანის“ შეძენა უნდა
ევროპის ყველაზე მდიდარ ადამიანს „მილანის“ შეძენა უნდა

ფრანგი მილიარდერი და კომპანია „ლუი ვიტონ“-ს (Louis Vuitton) პრეზიდენტი ბერნარ არნო მზად არის ერთი მილიარდი ევრო გადაიხადოს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ შესაძენად.

როგორც გამოცემა „ილ მესაჯერო“ (Il Messaggero) წერს, არნოს წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლუბის შეძენაზე და გარიგება, შესაძლოა. 2020 წლის მაისში დასრულდეს. არნოს გუნდმა უკვე მოამზადა დეტალური გეგმა კლუბის მომავალი განვითარებისთვის.

დღეს, იტალიურ გუნდს მართავს კომპანია „ელიოტ მენეჯმენტ კორპორეიშენ“ (Elliott Management Corporation).

არნო მესამე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში და ჩამორჩება მხოლოდ „ამაზონ“-ის (Amazon) დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსსა და „მაიქროსოფთ“-ის (Microsoft) დამაარსებელს ბილ გეიტსს. არნოს ქონება 98 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. ის ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანია.