ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე გაათავისუფლეს
ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე გაათავისუფლეს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე, მისი ძმა ფეხბურთელი ლაშა ლომაძე და ლომაძეების სამი ბიძაშვილი საპატიმროდან დღეს, 10 თებერვალს გაათავისუფლეს.

დაკავებულებს ამ ეტაპისათვის შინა პატიმრობა მიესაჯათ. ახალგაზრდა, წარმატებული მოჭიდავე, მისი ძმა და ბიძაშვილები 7 თვის წინ ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

იური ლომაძის, მისი ძმის და ბიძაშვილების გათავისუფლების მოთხოვნით სპორტული სამყარო გაერთიანდა.