ევროპის სუპერ თასზე „შავი ლომი“ „თელ-ავივ ჰითსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის სუპერ თასზე „შავი ლომი“ „თელ-ავივ ჰითსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერ თასზე „შავი ლომი“ „თელ-ავივ ჰითს“ ისრაელში ესტუმრა. მატჩის პირველ 20 წუთში თაფლაძის ლელოთი და ბაბუნაშვილის ჯარიმით ქართველმა მორაგბეებმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს – 8:7. მალევე „თელ-ავივ ჰითსი“ ზუსტად შესრულებული ჯარიმით დაწინაურდა (10:8). 24-ე წუთზე გაჩეჩილაძემ ლელო გაიტანა, ბაბუნაშვილმა გარდასახვა კარგად შეასრულა და შავი ლომი წინ გავიდა – 15:10. 31-ე წუთზე  „თელ-ავივ ჰითსის“ მორაგბემ არეკნით 3 ქულა მოიპოვა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „შავი ლომი“ შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდა – 15:13.

მატჩის მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 44-ე წუთზე ჯორდან ჩაითმა ჯარიმა გაგვიტანა და ჩვენი მეტოქე წინ გავიდა – 16:15. ზუსტად ორ წუთში გიორგი ბაბუნაშვილმა საპასუხო ჯარიმა გაიტანა და „შავი ლომი“ კვლავ დაწინაურდა – 18:16. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და ანგარიში „თელ-ავივ ჰითსის“ სასარგებლოდ შეიცვალა – 19:18. შეხვედრის მიწურულს მასპინძლები გააქტიურდნენ, 69-ე წუთზე ლელო დაგვიდეს და ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 24:18. მატჩის ბოლო წუთებზე „შავი ლომი“ უტევდა, ლეოს გატანისა და თამაშის გადარჩენის შანსიც გვქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა „თელ-ავივ ჰითსის“ გამარჯვებით დასრულდა – 24:18.