ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე წყალბურთში გუშინ მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. სერბეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე უნგრეთი 8-5 დაამარცხა და ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, მონტენეგროს 9-7 მოუგო.

გარდა ამისა, იტალიის ნაკრებმა რუსეთს შანსი არ დაუტოვა (11-1) და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც საბერძნეთი 10-6 დაამარცხა.

ნახევარფინალური მატჩები 26 ივლისს გაიმართება.