ევროპის საკლუბო ჩემპიონატი და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წარმატებული სტარტი
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წარმატებული სტარტი

საბერძნეთის პორტო კარასში ვაჟთა შორის ევროპის გუნდური 34-ე, ხოლო ქალთა შორის 23-ე საკლუბო ჩემპიონატებზე პარასკევს პირველი ტურის პარტიები გაიმართა.

პირველ ტურში საჭადრაკო კლუბ “ნონას”-ს მეტოქე ისრაელის “ბირ შევა ჩეს ქლაბ ” -ი იყო და ქართველმა მოწადრაკეებმა მეტოქეს შედეგით 3,5:0,5 სძლია. შეხვედრები გამარჯვებით ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ დაასრულეს. მეორე დაფაზე ქულა ლელა ჯავახიშვილმა გაიყო.