ევროპის ნაცვლად საქართველოში - „დინამომდე“ ხარაიშვილს შვედეთში იწვევდნენ #1TVSPORT
გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს, მაგრამ იყო შანსი, რომ შვედეთში დაბრუნებულიყო, – ინფორმაციას უნგრული გამოცემა Csakfoci ავრცელებს.
გამოცემამ გამოაქვეყნა განხორციელებული თუ შესაძლო ტრანსფერების სია, სადაც მოქმედი ჩემპიონის, „ფერენცვაროშის“ შესაძლო გარიგებებში ქართველი ხარაიშვილის გვარიც ფიგურირებდა. გიორგი ხარაიშვილის გასწვრივ წერია – „შეიძლება დაბრუნდეს შვედეთში“.
კონკრეტულად რომელ გუნდში იწვევდნენ 26 წლის ქართველ ნახევარმცველს, უცნობია. შეგახსენებთ, რომ „საბურთალოდან“ გიორგი 2018 წელს იჯარით შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, „გიოტებორგში“ გადავიდა, რომელმაც იჯარის დასრულების შემდეგ მისი ტრანსფერი გამოისყიდა და ხარაიშვილთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. იგი 2021 წლიდან „ფერენცვაროშში“ გამოდიოდა, სადაც ტრავმების გამო ბევრი არც უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყო, რომლის ფორმითაც 6 მატჩი ჩატარა, სადებიუტო გოლი კი 2019 წლის 15 ოქტომბერს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან გაიტანა.
ხარაიშვილი მეორე მოთამაშეა, რომელმაც თებევალში უნგრული კლუბი დატოვა. ერთი კვირის წინ „მეზოკოვეშდთან“ კონტრაქტი ხარაიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, „საბურთალოს“ ყოფილმა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმაც გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.