ევროპის მოქმედი ჩემპიონი ევრო 2024-ს გამარჯვებით იწყებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, იტალიის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ყველაზე საინტერესო მოვლენები მატჩის საწყის 16 წუთში განვითარდა.
- ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ლუჩანო სპალეტი ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია. ალბანეთთან მატჩისას ის 65 წლისა და 100 დღის იყო, სამი დღით უფროსი, ვიდრე ჯოვანი ტრაპატონი 2004 წელს.
- ბაირამის გოლი (23-ე წამი) ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფია.
23 წამი’. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ალბანეთმა გაიტანა. ეს იტალიასთან მატჩის 23-ე წამზე მოხდა. გოლი ნედიმ ბაირამიმ გაიტანა.
11′ წუთი. იტალიის ნაკრებმა თამაში ხუთწუთიან მონაკვეთში შემოატრიალა. მე-11 წუთზე გოლი ბასტონიმ გაიტანა.
16′ წუთი. ბარელამ შორეული, მოჭრილი დარტყმით იტალიის ნაკრები 2:1 დააწინაურა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში თითო-თითო მოგებით იტალია და ესპანეთი ლიდერობენ.