ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე – ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური გაიმართა, რის შემდეგაც გარკვეულია 1/16 ფინალის მონაწილეთა ზუსტად ნახევარი – 16 გუნდი.
პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ: “არსენალს” (ინგლისი), “ვილიარეალს” (ესპანეთი), “რეალ სოსიედადს” (ესპანეთი), “ლაციოს” (იტალია), “მილანს” (იტალია), “ატალანტას” (იტალია), “ნიცას”(საფრანგეთი), “ლიონს” (საფრანგეთი), “ესტერსუნდს” (შვედეთი), “ზალცბურგს” (ავსტრია), “სტიაუას” (რუმინეთი), “ვიქტორიას” (ჩეხეთი), “ბრაგას” (პორტუგალია), კიევის “დინამოს” (უკრაინა) და “პარტიზანს” (სერბეთი).
მეექვსე ტური, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება, პლეი ოფის კიდევ რვა მონაწილეს გაარკვევს.
24 გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების რვა მესამეადგილოსანი დაემატება და სრულად დაკომპლექტდება ევროპის ლიგის 1/16 ეტაპი.