„აინტრახტის“ ნახევარმცველმა ფილიპ კოსტიჩმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა ტურინის „იუვენტუსთან“. ამის შესახებ დაწერა Sky Sports Germany-მ.
წყაროს ცნობით, „იუვენტუსი“ და „აინტრახტი“ ჯერ შორს არიან შეთანხმებასთან. გერმანული კლუბი მზად არის გამოეთხოვოს თავის ლიდერს 20 მილიონ ევროდ.
გასულ სეზონში 29 წლის კოსტიჩმა „აინტრახტის“ რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის 2021-22 წლების სეზონის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.