ევროპის ლიგის ფინალის წინ, სკანდალი მოხდა „ჩელსის“ ვარჯიშზე. „არსენალთან“ მატჩისთვის მზადებისას, არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა და ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიშმა წაიჩხუბეს.
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ორივე ფეხბურთელის საქციელით და განრისხებულმა ვადაზე ადრე დატოვა ვარჯიში.
ევროპის ლიგის ფინალი „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის ბაქოში 29 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.