ევროპის ლიგაზე იერუსალიმის „ბეითარ ტრამპთან“ (ახლახანს ასე უწოდეს ამერიკის პრეზიდენტის საპატივცემულოდ) შეხვედრამდე ახალი მოთამაშე დაიმატა – საჩხერელთა ახალწვეული მიხეილ სარდალიშვილია. ინფორმაცია ფეხბურთელმა პირველ არხთან დაადასტურა.
25 წლის ნახევარმცველი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, გუნდი კი ორიოდე დღის წინ დატოვა. მანამდე სარდალიშილი „ჩიხურაში“ 3 წელი გამოდიოდა და საჩხერული კლუბი მისთვის უცხო არაა.
„ქუთაისიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე კარგი წინადადება მქონდა. მაგრამ საბოლოოდ “ჩიხურა” ვამჯობინე, რადგან გუნდს კარგად ვიცნობ, ადაპტაცია არ დამჭირდება და რაც არანაკლებ მნიშნელოვანია, ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მექნება“ – ამბობს სარდალიშილი.
მან გუნდთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა და ამის მიზეზებიც ახსნა: „შევთანხმდით, რომ კონტრაქტი ნახევარწლიანი იქნებოდა. გუნდის ხელმძღვანელებმაც და მეც ჩავთვალეთ, რომ ასე აჯობებდა. სეზონსი ბოლოს კი ხელახლა დავილაპარაკებთ“.