ევროპის ლიგა | „საბურთალო" - „არარატ - არმენია", ბილეთების გაყიდვა დაწყებულია - ფასი ისევ სიმბოლურია
ევროპის ლიგა | „საბურთალო" - „არარატ - არმენია", ბილეთების გაყიდვა დაწყებულია - ფასი ისევ სიმბოლურია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „საბურთალო“ ერევნის „არარატ-არმენიას“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.

„საბურთალოს“ ევროტურნირების სადებიუტო სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია, რადგან თბილისელებმა „არარატ-არმენია“ სტუმრად 1:2 დაამარცხეს.

განმეორებით შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონი 14 აგვისტოს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. „საბურთალოს“ თამაშზე დასაწრები ბილეთის ფასი კვლავ სიმბოლური, 1 ლარია. ინტერნეტის საშუალებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

დატოვე კომენტარი