ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი შეაფასა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი შეაფასა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

– ტურნირი უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. საქართველომ ორგანიზების კუთხით ყველაფერი საუკეთესოდ გამართა. მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამისთვის საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიშვილს.

მზად არის თუ არა საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის?

მე ვთვლი, რომ საქართველო ნებისმიერი მაღალი დონის ღონისძიების გასამართად მზად არის. ვისურვებდი რომ აქ მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩატარდეს. საორგანიზაციო კუთხით თქვენი ქვეყანა მართლაც უმაღლეს დონეზეა.

– შესაძლოა, ძალოსნობა ოლიმპიური სახეობა მალე აღარ იყოს. რას იტყვით ამაზე ?

– ძალოსნობის ბედი მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ტოკიოსა და პარიზის მომდევნო ორ ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აუცილებლად იქნება. იმედი დავიტოვოთ, რომ პრობლემები არც ამის შემდგომ შეიქმნება.