ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ედემ ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ედემ ბოლქვაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 65 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ბოლქვაძემ სომხეთის წარმომადგენელ ვაზგენ ტევანიანთან წააგო.
57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რობერტ დინგაშვილმა კი დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე შედეგით 5:4 ბულგარელი საინ ნაიმის დამარცხება შეძლო.
გიორგი სულავა და ზაურ ბერაძე ხვალ ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ხვალვე დემურ მეგენეიშვილი და ზურიკო ურთაშვილი დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.