ევროპის ჩემპიონატზე ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ოქროს ერთი და ბრინჯაოს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს პირველი დღის შემდეგ ოქროს ერთი და ბრინჯაოს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.
ედემი ბოლქვაძე (65 კგ) ფინალში გავიდა და ჩემპიონობისთვის სომეხ ტევანიანს შეხვდება, რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ტარიელ გაფრიდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი ხვალ, 21:00 საათიდან დაიწყება.