ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ქალთა შეჯიბრება გაიმართა
ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ქალთა შეჯიბრება გაიმართა

ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ოსიეკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 559 ქულა დააგროვა – 92, 92, 96, 90, 93, 96. ის 35-ე ადგილზე გავიდა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ წყვილთა შეჯიბრებაა უფროსთა შორის, სადაც სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ.

მანამდე, ცოტნე მაჭავარიანმა 570 ქულით (95, 96, 95, 91, 98, 94) და 45-ე ადგილით დაამთავრა გამოსვლა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ლევან ქადაგიძემ 563 ქულა (96, 89, 93, 96, 95, 94) დააგროვა და 64-ზე გავიდა.

წყარო – საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაცია