ევროპის ჩემპიონატზე ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება მოჭიდავე:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია

60 კგ – ფრიდონ აბულაძე

63 კგ – ლერი აბულაძე

67 კგ – რამაზ ზოიძე

72 კგ – შმაგი ბოლქვაძე

77 კგ – ბექა მამუკაშვილი

82 კგ – გელა ბოლქვაძე

87 კგ – რობერტ კობლიაშვილი

97 კგ – რევაზ ნადარეიშვილი

130 კგ – იაკობ ქაჯაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე

მწვრთნელები: ბექა როყვა, შალვა გადაბაძე, შმაგი სალთხუციშვილი

ექიმ-რეაბილიტოლოგები: ლაშა ღონღაძე, ალექსი ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში გუშინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენი სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.