ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ფინალურ ბლოკს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

ჩეხეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი 19-21 ნოემბერს გაიმართება. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება, ესენი არიან: ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52), ეთერ ლიპარტელიანი (57).

ჩხვიმიანი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია და საკუთარ წონაში გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. წინასწარი შეხვედრები 13.00 საათზე გაიმართება, ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟი კი 19.00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

90კგ – ბექა ღვინიაშვილი

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ – გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.

ქალები

52კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი,

57კგ – ეთერ ლიპარტელიანი.