ევროპის ჩემპიონატისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.
2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები სრული გუნდით – ათი სპორტსმენით იასპარეზებს.
ჩვენი ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ორ დღეში დაასრულებს, ვარშავაში კი 16 აპრილს გაემგზავრება.
ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – შმაგი თოდუა
70 კგ – დავით ტლაშაძე
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი