ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მონტენეგროსთან გამართა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე მონტენეგროს ნაკრებმა ალეკა ბალევიჩის გოლით გახსნა, მაგრამ სალომე ხუბულურის გუნდმა წონასწორობა 56-ე წუთზე, სოფი ხელაშვილის გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ 90+5-ე წუთზე ლოლიტა კალოიანმა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით გაიტანა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელმა სლოვაკეთმა ლატვიასთან გამართა და საქართველოს შემდეგ (2:0) ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა – 3:0. ორი მატჩის შემდეგ პირველ ადგილზე 6 ქულით სლოვაკეთია, მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით ლატვია და საქართველოს ნაკრებები იყოფენ, მონტენეგრო კი უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.