ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველომ ისრაელი გაანადგურა | წყალბურთი (ვიდეო)

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ისრაელის ნაკრები 12:1 დაამარცხა. მატჩი სპორტკოპლექს ოლიმპიკის აუზზე გაიმართა. საპასუხო შეხვედრა ისრაელში 3 მარტს გაიმართება.

შეხვედრა ქართველი წყალბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 7:0 მოიგეს.

მატჩი ანალოგიური სცენარით გაგრძელდა დაპირისპირების მეორე ტაიმშიც. ქართველი წყალბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს. საბოლოო ანგარიში 12:1.

პლეი-ოფის გამარჯვებული ნაკრები ივნისში ბარსელობაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორჯერ, 2014 და 2016 წლებში მიიღო მონაწილეობა.