ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა მონტენეგროსთან დათმო #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა მონტენეგროსთან დათმო #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილის დასაკავებლად, მონტენეგროს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ორივე გუნდმა ძალიან აქტიურად დაიწყო. მცირე უპირატესობას მონტენეგროელები ფლობდნენ და უხვგოლიანი პირველი მეთხედი ჩვენი მეტოქეების სასარგებლოდ დამთავრდა – 6:4.

მეორე მეოთხედი ნაკლებად შედეგიანი იყო, მაგრამ ამ პერიოდშიც მონტენეგროელებმა იმარჯვეს – 2:1.

საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედიც დათმო და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა – 4:3 (12:8)

სიტუაცია მცირედით შეხვედრის მიწურულს შეიცვალა და მეოთხე მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა მოიგო, თუმცა მატჩი წააგო და მონტენეგრომ 14:11 გაიმარჯვა.

დღევანდელი მარცხის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ამ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა (მერვე ადგილი დაიკავა) და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავტომატურად მოიპოვა.