ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური შესანიშნავად გაათამაშა და საბა მაჩიტიძემ ანგარიში გახსნა.
პორტუგალიის ნაკრების შეტევებმა შედეგი ათი წუთში გამოიღო და ფაბიო ლოპესმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საბა ფარცვანიამ შესანიშნავად ითამაშა და კარის წინ საბა მაჩიტიძე მონახა, რომელმაც დუბლი შეასრულა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბულგარეთმა და სერბეთმა გაასწრეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მერვედფინალში თამაშის უფლება საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.