ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში | საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა - პლეი ოფის ბედს მეორე შეხვედრა გაარკვევს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა – ბესიკ არველაძის გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში 4-დან 11 ივნისამდე ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატში საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
ბესიკ არველაძის გაწვრთნილები „ც“ ჯგუფში მოხვდნენ და სადებიუტო შეხვედრაში წარმატებას მიაღწიეს – მონტენეგრო გიორგი აფციაურის დუბლით 2:0 დაამარცხეს. მეორე ტურში გუნდი ასეთივე ანგარიშით ბულგარეთთან დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილის დასაკავებლად და ფინალურ ეტაპზე გასასველად მოგება სჭირდებოდა. გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. ლევან კობაიძემ საჯარიმო უნაკლოდ დაარტყა და გუნდი დააწინაურა. შესვენებაზე საქართველოს ნაკრები უპირატესობით გავიდა – 1:0.
თამაშის შესვენების შემდეგაც ჩვენი გუნდის უპირატესობით მინდინარეობდა და მე-40 წუთზე უპირატესობა გაზარდეს. ამჯერადაც გოლი კობაიძის მოანწილეობით გავიდა. მისი მოწოდებული კუთხურის შემდგეგ ავსტრიელთა კარი გიორგი აფიალურმა აიღო – 2:0.
45-ე წუთზე კი ლევან სარდანაშვილმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი აართვა და კარის წინ ლევან სვანიძე მონახა, რომელმაც ჩვენი ნაკრების უპირატესობა სამამდე გაზარდა. ავსტრიელებმა ბოლო წუთზე სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა – საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო.
მეორე მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს. ყველაფერი „ც“ ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ გაირკვევა – ბულგარეთი მონტენეგროს შეხვდება და ჯგუფში ადგილები გადანაწილდება.
მინი ფეხბურთი ფუტსალისგან ბევრი რამით განსხვავდება – მოედანი და კარი უფრო დიდია, ტაიმი 20-ის ნაცვლად 25-წუთიანია, წინ 4-ის ნაცვლად 5 მოთამაშეა, თამაში არა პარკეტზე, არამედ ბუნებრივ საფარზე ტარდება. ამ სახეობაში თამაშობენ 5 ზომის ბურთით, რასაც კლასიკურ ფეხბურთში იყებენ, ხოლო ფუტსალს თამაშობენ უფრო პატარა, 4 ზომის ბურთით, აუტს ხელით აწვდიან.