ევროპის ჩემპიონატი და ქართველი ძალოსნების 23 მედალი
ევროპის ჩემპიონატი და ქართველი ძალოსნების 23 მედალი

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან შეჯიბრის ბოლო დღეს ოთხმა ძალოსანმა იასპარეზა.

ანასტასია გოტფრიდმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონმა წევრმა, ატაცში 100 კილოგრამი დაძლია და მეორე შედეგი დააფიქსირა. აკვრაში მისი შედეგი 120 კგ. და ბრინჯაოს მედალი იყო, მან 220 კგ-ით მესამე შედეგი ორჭიდის ჯამში დააფიქსირა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგარდული ნაკრების წევრმა, დავით ხეცურიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა ატაცში სამივე ცდა (167, 171, 174) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. აკვრაში მან 201 კილოგრამი დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამშიც, სადაც მისი შედეგი 375 კგ. იყო.

ანასტასია გოტფრიდის და დავით ხეცურიანის შემდეგ დღეს საპრიზო სამეულში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსნები, გიორგი ჩხეიძე და ბაქარ თურმანიძე შევიდნენ.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში 183, აკვრაში 225 კგ. ორჭიდის ჯამში კი 408 კგ. დააფიქსირა და სამივე დისციპლინაში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. ბაქარ თურმანიძემ ატაცში 182 კგ-ით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში 217 კგ. დაძლია და მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოპოვებული 399 კგ-ით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გავიდა.

დატოვე კომენტარი