ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - პეტრიაშვილი და ლომთაძე ფინალში არიან
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - პეტრიაშვილი და ლომთაძე ფინალში არიან

ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

პეტრიაშვილი ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა. შეხვედრა უკრაინელმა კარგად დაიწყო, ქართველს ქულა აართვა, თუმცა გორელ მსოფლიოს ჩემპიონთან მაინც ვერაფერი გააწყო. გენომ ოლექსანდრი კარგად აატრიალა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ფინალში ის თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბექა ლომთაძეს, მან ნახევარფინალში შვეიცარიელი რანდი ვოცკი დაამარცხა და ფინალში სომხეთის წარმომადგენელ არუთინიანს შეხვდება.

ამ წონით კატეგორიებში ფინალები ხვალ, 10 აპრილს გაიმართება.

გარდა ამისა, ირაკლი მწითური (92 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, ავთო კენჭაძე (74 კგ) კი დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს მედლისათვის ბრძოლას.