ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი ოფი | საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებით მატჩს ხორვატიაში მართავს.

მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ხორვატმა ბელიომ გახსნა. წონასწორობა კი 28-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით ლუკა გაგნიძემ აღადგინა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველებმა თბილისში 1:0 მოიგეს. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.