ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი ოფი - საქართველო-ხორვატია პირველ არხზე #1TVSPORT
15 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 19 ნოემბერს რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, „რუევიცაზე“ გაიმართება. საქართველო-ხორვატიის მატჩის ტელერეპორტაჟს 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
რამაზ სვანაძის გუნდმა 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში ითამაშა. ახლა კი აქვს რეალური შანსი, ფინალური ეტაპის საგზური სპორტული შედეგით მოიპოვოს. გუნდმა ნიდერლანდების, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მიზნის მიღწევამდე მხოლოდ ორი მატჩი დარჩა.
Გუშინ ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სრული შემადგენლობით გამართა. მანამდე კი მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებულ სერიას განაგრძობს.
ხორვატია დანაკლისით გვესტუმრა
ზოგიერთი ფეხბურთელის ტრავმის მიუხედავად, მწვრთნელ ივიცა ოლიჩს სჯერა გუნდისა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის.
ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმების გამო დიონ ბელო, ლეონ ბელკარი და ლუკა ვრბანჩიჩი ვერ დაეხმარებიან. მაგრამ სამედიცინო სტაფი ცდილობს, რომ ისინი საპასუხო მატჩისთვის მაინც მოამზადოს, მთავარი მწვრთნელი ივიცა ოლიჩი კი ამბობს, რომ მომზადებით კმაყოფილია. თუმცა მისი სიტყვებიდან მაინც ჩანს, რომ თბილისურ მატჩს სიფრთხილით ეკიდება.
„თბილისში ორმატჩიანი რაუნდის პირველი ტაიმია და არაფერი გადაწყდება, მთავარია, კარგად მოვემზადეთ. საქართველოს თამაში დეტალურად გავაანალიზეთ. ბევრი დრო გვქონდა და ვიდეოები გუნდთან ერთად განვიხილეთ. ამიტომ ვთვლი, რომ კარგად ვართ მომზადებული. თბილისის მოედანი ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მჯერა, კარგი თამაში გვექნება. იმედია, საპასუხო მატჩს შინ ფავორიტის როლში შევხვდებით. საქართველოს მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატო. ძალიან კარგი გუნდია და რთულ თამაშს ველოდები“, – აცხადებს ოლიჩი.
თანაფარდობა ურთიერთშეხვედრებში
საქართველოს და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და აბსოლუტური თანაფარდობაა – ჩვენმა გუნდმა 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო, ბურთების სხვაობა კი 4:4-ზეა.
3 ივნისი, 2011
ხორვატია-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 თარხნიშვილი (5)
ხორვატია: კალინიჩი, ცელიაკი (68. სლიშკოვიცი), კელიჩი, პავლოვიჩი, იოზინოვიჩი, ტრებოტიჩი (46. ტიჩინოვიჩი), ვუიჩევიჩი, ადემი, ჩოპი, ლენდრიჩი, ვუკუშიჩი (46. კოვაჩიჩი)
საქართველო: მაკარიძე, კვეკვესკირი, კაკუბავა (კაპ), აფაქიძე, ს. კვირკველია, თარხნიშვილი, ჯიშკარიანი, ძალამიძე (90. ჯიღაური), ყაზაიშვილი (90+2. ბეგლარიშვილი), შეყილაძე (64. იოსელიანი), მჭედლიძე.
15 აგვისტო, 2012
საქართველო-ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 სხირტლაძე (20). 1:1 კრამარიჩი (37)
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, ს. კვირკველია, თედ. გრიგალაშვილი, პაპავა, ჯიღაური, ჭანტურია, კვეკვესკირი (კაპ. 46. ჩაფიძე), ძალამიძე (71. კოხია), სხირტლაძე (80. გაბაშვილი)
ხორვატია: სლუგა, ბუდნიჩი, კელიჩი, ვრსალკო, ანდრიაშევიჩი (57. გლავიცა), კაკტაში, ტიჩინოვიჩი, ადემი, ჩოპი (57. ჟუპარიჩი), მაგლიცა (75. ბუდიმირი), კრამარიჩი.
3 სექტემბერი, 2015
ხორვატია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 მილიჩი (23)
საქართველო: ქურდაძე, გადრანი (79. ენდელაძე), ცინცაძე (კაპ), უბილავა, დვალი, ო. კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), პაპუნაშვილი, აბურჯანია, კვირვკია, დ. ცნობილაძე, ნ. კაჭარავა (46. გოშთელიანი)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, კოლინგერი, მიკანოვიჩი, მილიჩი, ჩალეტა-კარი, ჩორიჩი (56. კროვინოვიჩი), ჰალილოვიჩი (65. ვლაშიჩი), რადოშევიჩი, როგი, პაშალიჩი, კოლარი (89. ბრლეკი)
6 სექტემბერი, 2016
საქართველო-ხორვატია 2:2
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (1), 1:1 პერიცა (43). 2:1 ლივაკოვიჩი (50-საკ. კარში), 2:2 პერიცა (61).
საქართველო: ლ. კუპატაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე (77. მარგველაშვილი), უბილავა (22. თევზაძე), ცინცაძე, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, გვილია (70. გოროზია), ო. კიტეიშვილი (კაპ), კაჭარავა
ხორვატია: ლივაკოვიჩი, ბარტოლეცი, მილიჩი, პერიჩი, ტუდორი (58. ბრეკალო), ჩალეტა-კარი, ჩორიჩი (63. კროვინოვიჩი), პავიჩიჩი (76. კაპანი), როგი, ვლაშიჩი, პერიცა.