ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი | გველესიანი ფინალშია, გიგაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც მათე გველესიანი (66კგ) – ოქროს მედლისთვის, თორნიკე გიგაური კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
გველესიანმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი იბადლი დამატებითი დროის მეათე წუთზე დაამარცხა და ფინალში ხორვატ ლუკა კატიჩს შეხვდება. დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი – თამარ გიგოლაევი (48კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შეჯიბრების პირველივე დღეს ორმა ქართველმა – შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ბაჩოშვილმა ფინალში ბელგიელ ასკჰაბ ისაევს შებოჭვით მოუგო, ხოლო სამადაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში იტალიელ ემილიანო ლატანზის დამატებით დროში იპონით სძლია.