ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა – დავით აბდალაძემ (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) და ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს.

დავით კოღუაშვილი (86 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.