ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს.

ფაცინაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრი ნარეკ პოღოსიანი, რუსი აბდულქერიმ აბდულაევი და შვედი კევინ მაკოტა შტრომი დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს დაუპირისპირდება.

ადეიშვილმა ნახევარფინალის გზაზე ლატვიელი რაინერს ლუკინსი, ფინელი იოონა ვილიამი ვუოტი და ბელარუსი დიმიტრი ძენისენია ჩამოიშორა და რუს რასულ ასლუევს შეხვდება.

ევროპირველობაზე გამოვიდნენ გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ჭოლაძე (65 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ). ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას სამივე მათგანი გამოეთიშა. ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსს კი გეგელაშვილი და ჭოლაძე ინარჩუნებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.