ტოპ-5 | ვის ჰყავს ევროპაში საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიო [2021] #1TVSPORT
ტოპ-5 | ვის ჰყავს ევროპაში საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიო [2021] #1TVSPORT

ნახევარდაცვა ნებისმიერი საფეხბურთო გუნდის ხერხემალია. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ შესანიშნავი მოთამაშეები დაცვაში და საუკეთესო თავდამსხმელები, მაგრამ ეს ყველაფერი არაფრის მომტანი იქნება, თუ ნახევარდაცვა საკმარისად ძლიერი არ არის.

გუნდში რამდენიმე შესანიშნავი პლეიმეიკერის ყოლა დიდი ბონუსია. გუნდებმა ნახევარდაცვაში ბრძოლა უნდა მოიგონ, ასევე შეძლონ ბურთის ეფექტურად დამუშავება. გუნდების უმეტესობა ნახევარდაცვაში სამ მოთამაშეს აყენებს. ეს გუნდს ხშირ შემთხევაში მოედნის ცენტრში​ სტაბილიურობას ანიჭებს.

გადავხედოთ დღევანდელი ევროპის საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიოს.

 

#5 ჩელსი

ჟორჟინიო-კანტე-მაუნტი

„ჩელსის“ ნიჭიერი, მსოფლიო დონის ნახევარმცველები ჰყავს. „ლურჯებს“, ყველაზე მეტი სიღრმე საყრდენ ნახევარმცველებში აქვთ. მათ ჰყავთ ჟორჟინიო, მატეო კოვაჩიჩი, ნგოლო კანტე და საულ ნიგესი. თომას ტუხელი ჩვეულებრივ იყენებს 3-4-2-1 ფორმაციას. ჟორჟინიო „ჩელსის“ საყრდენია. ის და კანტე ჩინებულ დუეტს ქმნიან ნახევარდაცვაში.

ჟორჟინიო ​​ნახევარდაცვაში ყველა გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა, მას თამაშის წაკითხვა შესანიშნავად შეუძლია.

კანტე გუნდის შეტევაში სწრაფად გადასვლის საუკეთესო იარაღია, მას დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად შეუძლია თამაში, რაც მის პროდუქტიულობას ერთი-ორად ზრდის და გუნდის საერთოდ შედეგზეც ისახება.

„ჩელსის“ ნახევარდაცვის ტრიოს კრავს მეისონ მაუნტი. იგი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და ეს ყველაფერი, როგორც დაცვაში, ისე შეტევის წამოწყებაში ჩანს.

„ლურჯებმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდეს, პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე არიან. ამ ყველაფერში კი ნახევარდაცვას დიდი როლი მიუძღვის.

 

#4 ლივერპული

ჰენდერსონი-ფაბინიო-ალკანტარა

„ლივერპულის“ ნახევარმცველებს იურგენ კლოპის ტაქტიკიდან გამომდინარე, ევალებათ აგრესიული თამაში მოედნის ცენტრში.

ჯორდან ჰენდერსონი, ფაბინიო და ტიაგო ალკანტარა ნახევარდაცვის გამორჩეულ სამეულს ქმნის.

ჰენდერსონი პრემიერლიგის ყველაზე შრომისმოყვარე ცენტრალური ნახევარმცველია. ინგლისელი შესანიშნავად ახერხებს მოედნის ცენტრის კონტროლს. ჯორდანს შესანიშნავად შეუძლია ლამაზი ბურთების გატანაც.

ფაბინიო დაცვითი ნახევარმცველია, რომელიც ეფექტურად იწყებს შეტევებს და იგებს საჰაერო დუელებს. მას მოედნის კარგი ხედვა აქვს, მისი გრძელი პასები შეტევაში ძალიან სახიფათოა.

ტიაგო ჰგავს იმ ფეხბურთელს, რომელსაც „ლივერპული“ დიდხანს ელოდა. ესპანელი კარგად გამოიყურებოდა ბოლო მატჩებში და ძნელია იპოვოთ მასზე ტექნიკური და  ნიჭიერი ნახევარმცველი.

 

#3 მადრიდის რეალი

კაზემირო-კროოსი-მოდრიჩი

მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილზე მყოფ „სევილიას“ რვა ქულით უსწრებს.

კროოსი და მოდრიჩი მსოფლიო დონის ორი გამოცდილი ნახევარმცველია. ორივეს აქვს პასის კულტურა. ეს დუეტი ყველაზე პროდუქტიულია როგორც ნახევარდაცვაში, ისე შეტევაში.

კროოსი ტემპის ნაკლებობას თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური თამაშით ანაზღაურებს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოდრიჩი ახლა 36 წლისაა, კროოსი კი 31 წლის. მადრიდის „რეალს“ ყველაზე ხანდაზმული და გამოცდილი ნახევარდაცვა ყავს.

კაზემირო დგას კროოსისა და მოდრიჩის უკან და ეხმარება გუნდის დაცვას. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი ნახევარმცველია. 29 წლის ფეხბურთელს გოლის გატანის შესანიშნავი ალღოც აქვს.

ამ ტრიომ მადრიდის „რეალს“ ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.

 

#2 მიუნხენის ბაიერნი

კიმიხი-გორეცკა-მიულერი

მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყავს ერთ-ერთი სტაბილური ნახევარდაცვის ტრიო. ჯოშუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და თომას მიულერი – სამი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს.

კიმიხი ინტელექტუალური პლეიმეიკერია, რომელიც ასევე შესანიშნავია შეტევაში. მას ბურთის ბურთის განაწილება საკმაოდ კარგად შეუძლია.

ლეონ გორეცკა ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ის დომინირებს თავის პოზიციაზე, ხოლო მეტოქის საჯარიმოში თავით  თამაშისას მეტად სახიფათოა.

თომას მიულერი, გორეცკასა და კიმიხზე წინ დგას. ვეტერანი შემტევი ნახევარმცველი გუნდის შეტევითი ნაწილის ერთ-ერთი შემოქმედია. მისი მოძრაობები, „მსუბუქი“ პასები, მოწინააღმდეგე გუნდს დიდ პრობლემებს უქმნის.

 

#1 მანჩესტერ სიტი

როდრი-გუნდოგანი-ბერნარდო

გვარდიოლამ კარგად იცის, რას ნიშნავს იდეალური ნახევარდაცვა.   კლუბებში, სადაც ესპანელს უმუშავია, როგორც წესი, იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ.

იგივე ეხება მის ნახევარმცველებსაც „სიტიში“. „ქალაქელებმა“ 2021-22 წლების სეზონის დიდი ნაწილი მთავარი მოთამაშის, კევინ დე ბრუინის გარეშე ჩაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ დე ბრუინის არ ყოფნა გუნდზე ცუდად უნდა ასახულიყო, „მანჩესტერ სიტის“ მხსნელად როდრი გამოუჩნდა. როდესაც ილკაი გუნდოგანი და ბერნარდო სილვა შეტევაში მეტ დროს ატარებენ, როდრი უკან „შავ საქმეს“ არ ერიდება და ძალიან კარგად ართმევს თავს.

გუნდოგანის პასები და მოძრაობები გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ეს მას დიდ უპირატესობას აძლევს. გერმანელ ფეხბურთელს აქვს შესანიშნავი უნარი, გადამწყვეტ შეტევაში გოლები გაიტანოს და გუნდს რთულ მომენტში დაეხმაროს.

ამ სეზონში ბერნარდო სილვა,  კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ის არასოდეს გამოიყურებოდა ასე თავდაჯერებულად. სამართლიანია იმის თქმაც, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა დავიდ სილვას ღირსეული მემკვიდრეა.