ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს, ერთი კი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს.
ჩვენი ნაკრების წევრებმა: გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ) ევროპის ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.
ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. გეგელაშვილი თურქ დემირს დაუპირისპირდება, ელბაქიძე – მოლდოველ გრაჰმეზს, ხოლო შველიძე – ბულგარელ ჰასანს.
97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რივერი მწითური, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებს. ის რეპეშაჟის ფინალში იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ მისი მომგები – აზერბაიჯანელი ილიასოვი ნახევარფინალში უნგრელ ვეგს მოუგებს. დღესვე ჩაება ევროკონკურენციაში გიორგი უღრელიძე, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.